Sunday, July 19, 2009

2009 ქართული ენა და ლიტერატურა III ვარიანტი ( ტესტი პასუხებით )

2
I. ქართული ენა
(4) 1. შეარჩიეთ, ჩამოთვლილთაგან რომელი ფრაზეოლოგიზმები შეესაბამება ტექსტში ხაზგასმულ
სიტყვებს.
ა) გულის დამძიმება; ბ) გულის მოგება; გ) გულში ჩავარდნა; დ) თავის გამოდება;
ე) თავის დაძვრენა; ვ) სიტყვის მიცემა; ზ) სიტყვის შებრუნება; თ) ხელის
გამართვა; ი) ხელის დადება; კ) ხელში ჩაგდება.
მეფე აიეტმა იასონს შესთავაზა: დავალებას მოგცემ და თუ მის შესრულებას შეძლებ, ოქროს
საწმისს დაგიბრუნებო. იასონმა (1)შეკამათება ვერ გაბედა და მეფის წინადადება მიიღო, მაგრამ
(2)დადარდიანდა. მიხვდა, თუ აიეტის გარემოცვიდან ვინმე არ (3)დაეხმარებოდა, მიზანს ვერ
მიაღწევდა. ღმერთებმა შეისმინეს მისი თხოვნა და მეფის ასული ბერძენი ჭაბუკის სიყვარულით
დააბრმავეს. იასონმა მედეას ჯადოქრობის წყალობით ოქროს საწმისის (4)მოპოვება შეძლო.
თქვენ მიერ შერჩეული პასუხები ხაზგასმული სიტყვების შესაბამისი ნომრების გასწვრივ
მოცემულ უჯრედებში აღნიშნეთ X-ით.
(4) 2. კონტექსტის გათვალისწინებით შეარჩიეთ, ჩამოთვლილთაგან რომელია ტექსტში ხაზგასმული
სიტყვების შესაფერისი ანტონიმები.
ა) ბასრი; ბ) მძაფრი; გ) მძიმე; დ) რბილი; ე) სველი; ვ) სუსტი; ზ) ტენიანი;
თ) უმწეო; ი) ღონიერი; კ) ძნელი.
(1)მშრალი ჰავის გამო მრავალი ტროპიკული მცენარე იმდენად (2)გამძლეა, რომ მათი სხვა
ნიადაგზე გადატანა ძალიან (3)ადვილია. სწორედ ასეთია მანგო, რომლის ნაყოფს ატმისა და
ფორთოხლის (4)მსუბუქი არომატი დაჰკრავს.
თქვენ მიერ შერჩეული პასუხები ხაზგასმული სიტყვების შესაბამისი ნომრების გასწვრივ
მოცემულ უჯრედებში აღნიშნეთ X-ით.
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ
1.
2.
3.
4.
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ
1.
2.
3.
4.
3
(10) 3.
ტექსტში დაშვებულია მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული და სინტაქსური შეცდომები.
ხუთ წინადადებაში თითო-თითო შეცდომაა, ხუთი წინადადება უშეცდომოა.
თუ წინადადებაში შეცდომაა დაშვებული, აღნიშვნა X გააკეთეთ პირველი რიგის
შესაბამის უჯრედში, ხოლო თუ წინადადებაში შეცდომა არაა, აღნიშვნა X გააკეთეთ
მეორე რიგის შესაბამის უჯრედში.
I II
შეცდ. უშეცდ.
1. ცნობილი ქართველი ფერმწერი გიგო გაბაშვილი დაიბადა აჭარის სოფელ
ციხისძირში 1862 წელს.
2. იგი ჯერ თბილისში სწავლობდა კერძო სამხატვრო სკოლაში, ხოლო შემდეგ
იყო პეტერბურგისა და მიუნხენის სამხატვრო აკადემიების სტუდენტი.
3. გერმანიაში სწავლის პერიოდში მან შეძლო წვეოდა იტალიას, საბერძნეთს,
შუა აზიას, საიდანაც მრავალი ჩანახატი ჩამოიტანა.
4. ამ პერიოდის ერთ-ერთი ფერწერული ტილო 2006 წელს ნიუ-იორკის აუქციონზე
მილიონ დოლარად გაიყიდა.
5. როგორც ცნობილია, XIX საუკუნის II ნახევარში ქართველი ახალგაზრდობა
სამოციანელთა მოწინავე იდეებზე იზრდებოდნენ.
6. მომავალი მხატვრის მსოფლმხედველობა სწორედ ამ იდეებისა და დასავლური
ხელოვნების ზეგავლენით ჩამოყალიბდა.
7. ფორმით ევროპული მხატვრობა ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა ჩვენში
გიგო გაბაშვილმა, რომელიც ეროვნული თემატიკით გაამდიდრა.
8. მის სახელს უკავშირდება პორტრეტის, პეიზაჟის, ნატურმორტისა და სხვა
ძირითადი ფერწერული ჟანრების განვითარება საქართველოში.
9. იგი იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და დაარსების
თანავე გახდა ამ სასწავლებლის პირველი პროფესორი.
10. გიგო გაბაშვილმა თავისი პედაგოგიური მოღვაწეობით მნიშვნელოვნათ შეუწყო
ხელი ქართველ მხატვართა პროფესიული დონის ამაღლებას.
(14) 4. ტექსტში დაშვებულია სულ 11 მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური, პუნქტუაციური
შეცდომა და სტილისტური ხარვეზი. გაასწორეთ ეს შეცდომები და ხარვეზები
და ისე გადაწერეთ ტექსტი, რომ არც ერთი წინადადების შინაარსი არ შეცვალოთ. თუ
თქვენ მიერ გადაწერილ ტექსტში არ იქნება არც ერთი შეცდომა, დამატებით მოგეცემათ
3 ქულა.
(გაითვალისწინეთ, ერთ წინადადებაში შეიძლება შეგხვდეთ ერთზე მეტი შეცდომა ან
ხარვეზი.)
ფირუზი ძვირფასი ქვაა რომელიც ადვილად მუშავდება. ძველ ეგვიპტეში მას წმინდა ქვად
სთვლიდნენ. ფირუზის ბეჭედის ტარება მხოლოდ ფარაონებს შეეძლოთ. ინდიელთა უძველეს
სამარხებს დღემდე შემოუნახია ამ ქვით შემკული მრავალი საგნები. როგორც ჩანს, ფირუზი
მათთვის ძალზე უმნიშვნელოვანესი სიმბოლო იყო. დღეს ადგილი აქვს ხელოვნური ფირუზის
დამზადებას რომელსაც ბუნებრივისაგან ძნელად ანსხვავებენ.
ჩვენში ამ ქვას მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია აქვს რათა ევროპული კულტურის დამკვიდრებამ
ფირუზის სიმბოლური მნიშვნელობა თანდათან დაჩრდილა.
4
(8) 5. წარმოიდგინეთ, რომ თანატოლებთან ერთად გადაწყვიტეთ ღონისძიების ჩატარება, რომელიც
მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პრობლემებს ეძღვნება.
დახმარებისათვის წერილით მიმართეთ ბავშვთა დაცვის ფონდს.
• ჩამოაყალიბეთ, კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებთ;
• იმსჯელეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება თქვენი სკოლისათვის.
შეარჩიეთ საქმიანი წერილის ფორმა და სტილი. უპასუხეთ მითითებებს. ჩამოაყალიბეთ
თქვენი აზრი ნათლად, მკაფიოდ და დასაბუთებულად. მსჯელობა უნდა იყოს ლოგიკურად გამართული
და აბზაცებით დანაწევრებული; უნდა დაიცვათ სალიტერატურო ენის ნორმები.
ტესტში გამოყოფილია ადგილი შავი სამუშაოსათვის, რომელიც არ სწორდება (სურვილის
მიხედვით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ან არ გამოიყენოთ იგი).
გაითვალისწინეთ: არსად მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი და არც პიროვნების იდენტიფიცირების
სხვა საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაშრომი არ გასწორდება!
შავი სამუშაოსათვის
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5
II. ქართული ლიტერატურა
(4) 6. იაკობ ხუცესი მოგვითხრობს:
მაშინ წარმოიყვანეს, და მოჰყვანდა წმიდაი შუშანიკ უხამური და თმაგარდატევებული,
ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი, და ვერვინ იკადრა თავსა მისსა დაბურვად, რამე-
თუ პიტიახში იგი მხედრ შეუდგა უკუანა კუალსა მისსა და აგინებდა მას მრავლითა
გინებითა. და მივიდოდა წმიდისა მის თანა ამბოხი მრავალი დედებისა და მამებისაი,
სიმრავლეი ურიცხვი, რამეთუ უკუანა შეუდგეს, ხმაი აღემაღლა და ტიროდეს და იხახდეს
ღაწუთა მათთა და საწყალობელად დასთხევდეს ცრემლთა მათთა წმიდისა შუშანიკისთვის.
1. განმარტეთ, რის გამო ადარებს ავტორი დედოფალს `ვინმე შეურაცხთაგანს~. (ციტირება
დაუშვებელია!)
2. გადმოეცით თქვენი სიტყვებით, რამ განაპირობა ის, რომ `ვერავინ იკადრა თავსა მისსა
დაბურვად~.
3. განმარტეთ, რის თქმა სურს ავტორს ხალხის მწუხარების ჩვენებით.
4. განმარტეთ ამ მონაკვეთის მიხედვით, რა მიზანს ისახავს ვარსქენი.
(4) 7. ტარიელი იხსენებს მეფის სასახლეში გამართულ თათბირს:
დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია;
ვთქვი: `ჩემგან დაშლა ამისა არ ითქმის, არ-საქმნელია!~
მეფემან ბრძანა: `ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია,
თუ მოგვცემს შვილსა სასიძოდ, მისებრი არ რომელია~.
რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა;
ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა.
ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა,
ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა.
1. თქვენი სიტყვებით გადმოეცით, რა გაიფიქრა ტარიელმა, სანამ მეფის გადაწყვეტილებას
შეიტყობდა.
2. განმარტეთ, მეფე-დედოფლის რა საქციელმა მიახვედრა ტარიელს, რომ მათ `პირველვე
დაესკვნა~. (ციტირება დაუშვებელია!)
3. განმარტეთ, ტარიელის რა სულიერი მდგომარეობა ჩანს ამ მონაკვეთში.
4. გაიხსენეთ, რით დაემუქრა ნესტანი ტარიელს თათბირის შემდეგ.
(3) 8. დავით გურამიშვილი გვიამბობს:
ჩემს უკან მდევართ გარდურჩი იმ წოლით დღითა სამითა,
ხუთი დღე-ღამე ვიცხოვრე შვიდის ტყემალის ჭამითა;
დღისით ჯაგნარში ვსძვრებოდი, მინდვრად ვიდოდი ღამითა,
დღე თერთმეტამდის ვიარე ყოფა-ქცევითა ამითა.
1. განმარტეთ, რატომ ვერ შეიპყრო დავითი მდევარმა. (ციტირება დაუშვებელია!)
2. განმარტეთ, რის გამოხატვა სურს ავტორს მეორე სტრიქონში დასახელებული კონკრეტული
დეტალებით.
3. განსაზღვრეთ დავითის ქცევის მოტივი.
(4) 9. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსში `ხმა იდუმალი~ ვკითხულობთ:
რა ვჰსცან პირველად წუთისოფელი,
დავშთე ადგილი, სადაცა წრფელი
რბიოდა ნათლად დრო ყმაწვილობის
სწორთა, თანზრდილთა, მეგობართ შორის, _
მას აქეთ ხმა რამ თან სდევს ყოველთა
ჩემთა ზრახვათა და საწადელთა!
ცხადად თუ სიზმრად, მე იგი მარად
სულ ერთსა მიწვრთნის გულისა ჭირად:
`ეძიე, ყრმაო, შენ მხვედრი შენი,
ვინძლო იპოვნო შენი საშვენი!
1. დაასახელეთ, კონკრეტულად რას მიემართება ეპითეტი `წრფელი~.
2. ამოიწერეთ სტრიქონი, რომელშიც ვლინდება ავტორის ემოციური დამოკიდებულება იდუმალი
ხმის მიმართ.
3. თქვენი სიტყვებით გადმოეცით, რა მიზანს უსახავს იდუმალი ხმა ავტორს.
6
4. დაასახელეთ ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელსაც მიეკუთვნება ეს ტექსტი.
(4) 10. ილია ჭავჭავაძის მოთხრობაში `ოთარაანთ ქვრივი~ არჩილი მიმართავს კესოს:
_ სჩანს ჩვენთვის წიგნი სხვა ყოფილა და საქმე სხვა. არ გიყვარდა იმავ მიზეზით, რა
მიზეზითაც არ შეირთავდი: გლეხკაცი იყო. სად არის აქ `თაყვანისცემა ღირსებისა~,
რომელიც ჩვენ ასე მოგვწონდა? წიგნშია და არა საქმეში, ენაზეა და არა გულში. აბა
გიორგის ამბავი წიგნში ამოგვეკითხნა, რა პტყელ-პტყელ ლაპარაკს მოვყვებოდით მე და
შენ და ჯვართ ვაცვამდით, ვისაც კაცის საწყაოდ გვარიშვილობა მოუხმარია. `ღირსების
თაყვანისცემას~ ვიღა სჩივის, შენ ვერც კი მიუხვდი სიყვარულს, კაცი თურმე თავს
გევლებოდა. აი, რა დიდი კედელია ჩვენსა და იმათ შუა! ჩვენის სისხლ-ხორცის ქვითკირია,
ქვითკირი... ჩვენ რომ გვკითხონ, ვითომ დიდი ხანია გადაგვიქცევია ეს მაგარი კედელი.
მაგრამ რით? მარტო წიგნისაგან გაალმასებული ენითა...
1. თქვენი სიტყვებით გადმოეცით, რას გულისხმობს არჩილი სიტყვებში: `წიგნშია და არა
საქმეში, ენაზეა და არა გულში~.
2. განმარტეთ, არჩილის სიტყვით, რის გამო ვერ შეიყვარებდა კესო გიორგის.
3. განმარტეთ, კესოს გარდა, კიდევ ვის მიემართება არჩილის საყვედური.
4. განმარტეთ, რა საზოგადოებრივი პრობლემის შესახებ მსჯელობს არჩილი (ციტირება
დაუშვებელია!).
(4) 11. ვაჟა-ფშაველას პოემაში `ალუდა ქეთელაური~ გადმოცემულია, როგორ გაბრაზდა ალუდა,
როდესაც მინდიამ მუცალის მოჭრილი მარჯვენა მიუტანა:
წაიღე, თუ გწამ უფალი,
ნუღარ მაჩვენებ თვალითა.
კაის ყმის მარჯვენა არი,
გული მეწვება ბრალითა.
რაად სწყრებიან ხევსურნი,
რადა ტყვრებიან ჯავრითა?!
მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი
მარჯვენას მაგათ ჯაბრითა!
`წესი არ არის მტრის მოკვლა,
თუ ხელ არ მასჭერ დანითა~, _
ვაი ეგეთას სამართალს,
მონათლულს ცოდვა-ბრალითა!
1. ამოიწერეთ სტრიქონი, რომელშიც მუცალის შეფასებაა მოცემული.
2. განმარტეთ, რა მტკიცე გადაწყვეტილების მიღებისაკენ უბიძგა ალუდას ხევსურთა წყრომამ.
(ციტირება დაუშვებელია!)
3. განმარტეთ, რას ეყრდნობა ხევსურთა კატეგორიული მოთხოვნა.
4. განმარტეთ, რას გულისხმობს ალუდა, როდესაც სამართალს უწოდებს `მონათლულს
ცოდვა-ბრალითა~.
(4) 12. ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობიდან `იგი~:
_ როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, იგი ავა
მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება.
ბელადის სიტყვებს ცხელი ხიფათის სუნი აუვიდა, როგორც შიშველ მთას აუვა ხოლმე,
როცა შიგნიდან ცეცხლის ენა ამოიმართება და ცა ფერფლის ღრუბლით დაიფარება.
შეშფოთებამ იგის თავით ფეხებამდე დაუარა. ასეთი რამ ჯერ არც ერთ ბელადს არ ეთქვა.
იგი მიხვდა, რომ ქვეყნად რაღაც ახალი გაჩნდა. ოღონდ ისე კი არა, ცის ძახილი
ცეცხლად რომ გაიკლაკნება და მყისვე გაქრება. არა. მიწა რომ გაიბზარება და ნაპრალი
აღარასოდეს ამოივსება, ისე.
1. ამოიწერეთ სიტყვები, რომლებშიც გადატანითი მნიშვნელობით მზის ამოსვლა იგულისხმება.
(არა უმეტეს ოთხი სიტყვისა)
2. განმარტეთ, რა იგულისხმება სიტყვებში: `დიდი დაძინების ხახა~.
3. დაასახელეთ, იგის რა განცდა გამოიხატება ფრაზით: `ბელადის სიტყვებს ცხელი ხიფა-
თის სუნი აუვიდა~.
4. განმარტეთ, ბელადის რა გადაწყვეტილებამ გამოიწვია ის, `რომ ქვეყნად რაღაც ახალი
გაჩნდა~.
7
III. წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება
აირჩიეთ ორი დავალებიდან ერთ-ერთი და მხოლოდ ის შეასრულეთ!
დავალება # 1
გურამ დოჩანაშვილის რომანში `სამოსელი პირველი~ ალექსანდრო უამბობს დომენიკოს:
სანამ ბალახისფერი კაცი კარაველებთან მივიდოდა, ორი დღით ადრე ყველაზე კარგი მოქალაქე
გააძევეს. აღარ იკითხავ, რატომ აითვალწუნეს? კარაველებმა ერთხელ დიდ თავშეყრაზე
_ ნადირობის დასაწყისში აღნიშნეს, რომ იმათი ქალაქი ყველასა სჯობს... იმ კაცმა კი
თქვა, რომ ალუბლის ქალაქი უფრო კარგია. ჩვენ შორის დარჩეს, დომენიკო, და ეს მართლაც
ასე იყო და მით უფრო აეწვათ კუჭი, მის საწინააღმდეგოდ ამხედრდნენ, ცილი დასწამეს, რომ
მას არ უყვარდა თავისი ქალაქი და ამიტომაც არ იყო მათთან ყოფნის ღირსი, და გაძევება მიუსაჯეს.
დიდმა კარაველმა თოფი შეათამაშა და თქვა: `თუ შენ ახლავე არ დატოვებ ჩვენს
საყვარელ ქალაქს, მაშინ მე გესვრი...~ კაცი შეაცქერდა, რამდენჯერმე ნელა, საყვედურით დაიქნია
თავი და წავიდა. ეს, რა თქმა უნდა, საბაბი იყო, მიზეზი კი სუუულ სხვა რამ გახლდათ:
კარაველებს არ მოსწონდათ პატიოსანი კაცი. ბევრს კი არაფერს აშავებდა _ ვინმე რამე ცუდ
საქმეს რომ ჩაიდენდა, პააატარა, მცირე საყვედურით შეაცქერდებოდა ხოლმე. ეს იყო და ეს...
რაღა დარჩენოდა, _ აიღო და წავიდა. მესამე დღეს კი, ზუსტად თერთმეტის ნახევარზე, ქალაქს
მეორე მხრიდან ბალახისფერი კაცი მიადგა. ქალაქში როგორ შემოვიდა, არავის დაუნახავს,
რადგან კაცები სანადიროდ იყვნენ წასულნი, ქალები კი მორევთან შეკრებილიყვნენ და
კამათობდნენ, დიდი კარაველის ცოლს მაღლა აწეული ვარცხნილობა უფრო უხდებოდა თუ
მხრებზე დაყრილი თმა. ბალახისფერი კაცი კი აუზთან მივიდა და რამდენიმე პეშვი წყალი დალია.
ეტყობოდა, რომ არ სწყუროდა, მაგრამ მაინც სიამოვნებდა ის წყალი... თავით-ფეხამდე
ბალახისფერი იყო, მწვანე შარვლის გარდა, არაფერი ეცვა და, ფეხშიშველი, ფრთხილად მიაბიჯებდა.
მორევს რომ მიუახლოვდა, შვებით ამოისუნთქა და ბალახზე გაწვა _ ასე ვერავინ
შეამჩნევდა. მხოლოდ თვალის გუგები უელავდა. ქალების საუბარს ნაღვლიანად უსმენდა და
თან სუულ ცოტათი იღიმებოდა, თეთრი კბილები რომ არ გამოსჩენოდა. და უცებ ისეთი რამ
მოხდა, ყველა ქალმა გაკვირვებით მიმოიხედა _ რაღაცნაირად ისე დაემთხვა, რომ ორიოდ წუ-
თით სროლის ხმა შეწყდა. კარაველების ქალაქში ეს დიიიდი უცნაური შემთხვევა იყო _ იქ
ყოველთვის გაისმოდა სროლა _ თუ არ ნადირობდნენ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სროლაში,
ანდა ისე, უმიზეზოდ ისროდნენ. ღამითაც არ ჰკარგავდნენ დროს... გაკვირვებულმა ქალებმა
თავი ასწიეს და შველებივით ყნოსავდნენ ჰაერს, `რატომ არ ისვრიან? _ იკითხა დიდი კარაველის
ცოლმა, _ ნეტავი რაიმე უბედურება ხომ არ მოხდა, ჰა...~ შეშფოთებული იყურებოდა ირგვლივ
და უცებ, ზეედ ცხვირწინ, ბალახისფერი კაცი არ წამოხტა?.. ქალმა იგი ჯერ მწოლიარე
დაინახა, თვალებში შეაცქერდა და მერე, ბუნდოვნად რომ გაარჩია ცხვირი, შუბლი, შიშისაგან
უცებ თვალთ დაუბნელდა და ზუსტად ისევე სწრაფად ჩაიკეცა, როგორც ის კაცი წამოხტა.
ამასაც კარგა მაგრა შეეშინდა _ კლაკნილად გარბოდა, რადგან ქალებსაც დაჰქონდათ
მსუბუქი იარაღი, მაგრამ არავის აზრადაც არ მოსვლია სროლა, ისეთი გაკვირვებულები იყვნენ
_ იმგვარი ცხოველი არსად ენახათ. ამასობაში სროლაც განახლდა, დიდი კარაველის ცოლმა
თავი წამოსწია, მიმოიხედა და გაიღიმა, _ `გესმით, ისვრიან, _ და უცებ გაახსენდა, _ ვაი!
ის რა იყო, რა?~
ნადირობიდან რომ დაბრუნდნენ და ახალი ამბავი შეიტყვეს, კაცებმა აგდებული ღიმილით
შეათვალიერეს აფორიაქებული ცოლები, ცალი ყურით მოუსმინეს და მერე ალმაცერად გადახედეს
ერთმანეთს, რაც ნიშნავდა: `ყოველი ქალი სულელია...~
მართლაც, მთელი ერთი კვირა არავის უნახავს ბალახისფერი კაცი... ერთ მშვენიერ დღეს
კი, დიდ დღესასწაულზე, როცა კარაველებმა ნაირფრად შეიღებეს სხეული და, შუაღამის კოცონის
პირას ცეკვა და ყვირილი ატეხეს, მათი ყურადღება მიიქცია ერთმა მწვანედ შეღებილმა
კაცმა, რომელიც უცნაური აღგზნებით ცეკვავდა და თავდაუზოგავად იგრიხებოდა. ყველა შე-
ჩერდა და გაკვირვებულნი შესცქეროდნენ _ არც ერთს არ ეცნაურა. ყველა გახევდა, მხოლოდ
ის კაცი ცეკვავდა თვალდახუჭული და, უზომოდ გატაცებულმა მედოლემაც რაღაც იგრძნო იმის
დანახვაზე და დაკვრა შეწყვიტა. დოლი მიჩუმდა თუ არა, იმ კაცმა ერთი კი მოავლო ყველას
თვალი და უცებ გაიქცა. ყველა მამაკაცი იქ იყო, კოცონთან... ბრაზისაგან ვერაფერი ამო-
ღერღეს, დიდმა კარაველმა კი სიმწრით მხარზე იკბინა. იმ ღამით სროლა არ შეწყვეტილა, ისე
იყვნენ განრისხებულნი, რომ ერთმა ჭაში ჩაცალა შვიდი ტყვია და, აცახცახებული, ყოველ
გასროლაზე იძახდა _ `ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი...~
მეორე დღეს კი დიდი კრება მოიწვიეს. რაც კი დოლი იყო, ყველა ერთად აგუგუნდა... დიდი
8
კარაველი ხალხის წინ, კასრზე იდგა, განრისხებულს, ჩანაცრისფრებული ძარღვი მოუჩანდა
ყელსა და შუბლზე და მძიმედ სუნთქავდა. ყველანი გაცოფებულნი იყვნენ, თოფს მაგრად
უჭერდნენ თითებს, მეორე ხელს კი მკერდზე იბაგუნებდნენ. მერე ორმა შიკრიკმა მოიყვანა
ბრძენი კარაველი, რომელიც ხალხის წინ წარსდგა და ისეთი რამ თქვა, თითქოს ყოველი მათგანისათვის
სილა გაეწნას: `ერთმა ბალახისფერმა კაცმა ასეთ დღეში ჩაგაგდოთ, ნეტავ, რა
გეშველებოდათ, რომ მოსულიყო ორი ბალახისფერი კაცი?~ დიდმა კარაველმა კბილები გაახრ-
ჭიალა...
ის ბალახისფერი კაცი კი ამ დროს ნაყოფს აგროვებდა ტყეში. კაკალი დაბერტყა და საიმედო
ადგილას გადამალა. კარგად იცოდა, რაც მოელოდა, თუკი შენიშნავდნენ. ისიც იცოდა, ადრე
თუ გვიან ნაღდად რომ მოკლავდნენ და მაინც არ მიდიოდა. ყველაზე მეტად წვიმისა ეშინოდა
_ დიდ ფუღუროში შეძვრებოდა ხოლმე და გახევდებოდა, წყვილად უელავდა თვალი. დარი
თუ იყო, მთაზე ადიოდა და იქიდან დასცქეროდა ქალაქს. იგი უყურებდა კარაველთა ფუსფუსს
დღესასწაულების დროს, აინტერესებდა, პირველი ვინ გამოვიდოდა სახლიდან გამთენიისას,
საღამოობით ფანჯრებში მკრთალად მოციაგე სინათლეებს შესცქეროდა და ასე იწვა, გახევებული.
მერე მთაზეც ვეღარ ადიოდა: ერთმა მონადირემ შენიშნა და მყისვე დიდ კარაველ-
თან გაიქცა _ იმას ძალიან ეწყინებოდა, სხვას რომ მოეკლა ბალახისფერი კაცი... მეორე დღეს,
ნაშუადღევს, დიდი კარაველის მეთაურობით ყველა მონადირე ავიდა მთაზე და იმ ადგილს, სადაც
წინადღით ბალახისფერი კაცი იწვა, ბრაზიანად დაახალეს უამრავი ტყვია. ის უცნაური
კაცი კი იქვე, მაღალი ხის ტოტზე იდგა, მწვანე ფოთლებში შეყუჟული. კარაველები დღედაღამ
ტყეში დადიოდნენ და ეძებდნენ. დიდ კარაველს ბრძენი დაჰყვებოდა და განზრახ იძახდა: `აი,
ხედავ, სადა ყოფილა?~ `სად!~ _ თოფიანი ხელი მაღლა აუხტებოდა ხოლმე დიდ კარაველს.
`არა, ისე ვიძახი... თუ ახლომახლოს იმალება, მაშინვე წამოხტება~. `აა~. და რამდენიმე დღის
შემდეგ, როცა მოწყენილმა ბრძენმა გულგრილად თქვა: `აჰაა, ხედავ, სადა ყოფილა?~ _ უცებ
ხიდან ბალახისფერი კაცი ჩამოხტა. მუხლამდე დაფენილ ყვითელ ფოთლებში გარბოდა და მიზანში
მშვენიერი ამოსაღები იყო. როგორ გგონია, დომენიკო, მოარტყამდნენ?
_ რა ვიცი... მოარტყეს?
_ კი, დიდმა კარაველმა კარგად იცოდა თავისი საქმე... წვიმამ რომ წამოუშინა, იმ კაცს
სულ ჩამოეცალა მწვანე საღებავი და ყველამ იცნო... პატიოსანი კაცი იყო... რომ გააგდეს, ის...
ალუბლის ქალაქს ისევ თავისი ოხერი ქალაქი ერჩია...
იმ ადგილას, სადაც მწვანე კაცი მოკვდა, ფიჭვი ამოვიდა.
ა) წაკითხულის გააზრება:
დავალების შესასრულებლად ყურადღებით გაეცანით ტექსტს. კითხვებზე პასუხების გაცემა
მაშინ დაიწყეთ, როდესაც ტექსტის შინაარსი მთლიანად გასაგები იქნება. მოცემული სამ-სამი
პასუხიდან აირჩიეთ მხოლოდ ერთი და შემოხაზეთ. მონიშნული პასუხი გადაიტანეთ პასუხების
ფურცელში ამგვარად: პასუხის შესაბამის უჯრედში გააკეთეთ აღნიშვნა _ X.
უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
(1) 13. რატომ გააძევეს კარაველებმა პატიოსანი კაცი ქალაქიდან?
ა) იმიტომ, რომ კარაველებს არ მოსწონდათ პატიოსანი კაცი.
ბ) იმიტომ, რომ მას ალუბლის ქალაქში ცხოვრება სურდა.
გ) იმიტომ, რომ მას არ უყვარდა თავისი ქალაქი.
(1) 14. რა ფუნქცია აკისრია დიდი კარაველის ცოლის სიტყვებს: `რატომ არ ისვრიან?.. ნეტავი
რაიმე უბედურება ხომ არ მოხდა, ჰა~?
ა) ავტორს სურს აჩვენოს პერსონაჟის ხასიათი მისივე მეტყველების საშუალებით.
ბ) ავტორს სურს გამოხატოს ირონია კარაველთა ცხოვრების წესის მიმართ.
გ) ავტორს სურს შეუქმნას მკითხველს მოსალოდნელი უბედურების განცდა.
(1) 15. რატომ წამოხტა მოულოდნელად და რატომ გაიქცა `კლაკნილად~ ბალახისფერი კაცი?
ა) ეშინოდა, რომ გამჟღავნდებოდა მისი ნამდვილი ვინაობა.
ბ) ეშინოდა, რომ პირველი დანახვისთანავე გააძევებდნენ ქალაქიდან.
გ) ეშინოდა, რომ პირველი დანახვისთანავე დაუყოვნებლივ ესროდნენ.
(1) 16. კარაველ მამაკაცთა რა თვისება ვლინდება მათსავე სიტყვებში _ `ყოველი ქალი სულელია~?
ა) თავდაჯერებულობა. ბ) თავშეუკავებლობა. გ) თავხედობა.
9
(1) 17. რის ჩვენებას ისახავს მიზნად ავტორი, როდესაც გვეუბნება: `დიდმა კარაველმა კი სიმწრით
მხარზე იკბინა~?
ა) დიდმა კარაველმა ამოიცნო ბალახისფერი კაცი.
ბ) დიდმა კარაველმა მართებულად შეაფასა სიტუაცია.
გ) დიდმა კარაველმა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი.
(1) 18. რა მხატვრულ საშუალებას იყენებს ავტორი ამ მონაკვეთში: `ერთმა ჭაში ჩაცალა შვიდი
ტყვია და, აცახცახებული, ყოველ გასროლაზე იძახდა _ `ორშაბათი, სამშაბათი, ოთხ-
შაბათი...~?
ა) ალეგორიას. ბ) ირონიას. გ) ჰიპერბოლას.
(1) 19. რის თქმა სურს ავტორს ბრძენი კარაველის სიტყვებით: `ერთმა ბალახისფერმა კაცმა
ასეთ დღეში ჩაგაგდოთ, ნეტავ, რა გეშველებოდათ, რომ მოსულიყო ორი ბალახისფერი
კაცი?~
ა) კარაველები აგრესიულები არიან.
ბ) კარაველები ბრიყვები არიან.
გ) კარაველები მშიშრები არიან.
(1) 20. რას გვეუბნება ავტორი ბალახისფერი კაცის შესახებ ამ ფრაზით: `იგი უყურებდა კარაველთა
ფუსფუსს დღესასწაულების დროს, აინტერესებდა, პირველი ვინ გამოვიდოდა
სახლიდან გამთენიისას~?
ა) ბალახისფერი კაცი მშობლიური ქალაქის გარეშე ვერ ძლებდა.
ბ) ბალახისფერი კაცი ქალაქის მოსახლეობას არ უყვარდა.
გ) ბალახისფერი კაცი შიშის გამო საფრიდან ვერ გამოდიოდა.
(1) 21. რა არის ამ ტექსტის მთავარი სათქმელი?
ა) საზოგადოება ვერ ურიგდება ადამიანს, რომელიც მას გაურბის.
ბ) საზოგადოება ვერ ურიგდება ადამიანს, რომელიც მას შეურაცხყოფს.
გ) საზოგადოება ვერ ურიგდება ადამიანს, რომელიც მისგან განსხვავდება.
ბ) წერითი დავალება:
წერითი დავალების ინსტრუქცია:
ყურადღებით გაეცანით დავალების პირობას.
თუ ნაშრომი დავალებას არ უპასუხებს, მოცემული ტექსტის პერიფრაზია, არ არის შესრულებული
არც ერთი მითითება ან მოცემული ტექსტი მთლიანობაში არაადეკვატურადაა გაგებული,
ანდა ენობრივად იმდენად გაუმართავია, რომ აზრის გაგება ჭირს, დაიწერება 0 ქულა
და ნაწერი აღარ გასწორდება.
ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს გასაგები (გარკვეული) ხელწერით. ის მონაკვეთები, რომელთა
ამოკითხვაც გაძნელდება, არ გასწორდება და თხზულების შეფასებისას მხედველობაში
არ იქნება მიღებული.
ორივე წერით დავალებას თან ახლავს სამ-სამი მითითება. ამ მითითებებს უნდა უპასუხოთ
ისე, რომ თხზულება აზრობრივად ერთიანი, მთლიანი გამოვიდეს და არ იყოს კითხვებზე ცალცალკე
გაცემული პასუხების მექანიკური ჯამი ან მოცემული ტექსტის პერიფრაზი (თუნდაც
მთელი თხზულების შინაარსის გადმოცემა). გაითვალისწინეთ, რომ დავალების მითითება შესრულებულად
არ ჩაითვლება, თუ მასზე მხოლოდ ერთი-ორი წინადადებით იქნება პასუხი გაცემული.
ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი ნათლად, მკაფიოდ, დეტალურად და დასაბუთებულად. ნაშრომი
შეფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად ჩანს მასში არგუმენტირებისა (მაგალითებით საკუ-
თარი მოსაზრებების დასაბუთების) და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი და არა იმის მიხედვით,
ემთხვევა თუ არა თქვენი პოზიცია საყოველთაოდ აღიარებულ თვალსაზრისს. მსჯელობა
უნდა იყოს ლოგიკურად გამართული და აბზაცებით დანაწევრებული; უნდა დაიცვათ
სალიტერატურო ენის ნორმები.
ტესტში დატოვებულია ფურცლები შავი სამუშაოსათვის, რომელიც არ სწორდება (სურვილის
მიხედვით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ან არ გამოიყენოთ ისინი).
პასუხების ფურცელში დაშვებული შეცდომა გადახაზეთ და ნუ დაჯღაბნით.
წერითი დავალების მაქსიმალური ქულაა 24.
10
გააანალიზეთ მოცემული მონაკვეთი შემდეგი მითითებების მიხედვით:
• იმსჯელეთ ბალახისფერი კაცის ხასიათის შესახებ, გამოკვეთეთ მისი ინდივიდუალური
თვისებები;
• იმსჯელეთ კარაველთა ცხოვრების წესის შესახებ (ყურადღება მიაქციეთ დიდი კარაველის
მხატვრულ სახეს);
• იმსჯელეთ, რა არის ამ ტექსტის მთავარი სათქმელი და რა საშუალებებითაა მიღწეული
მხატვრული ეფექტი.
თქვენი თვალსაზრისი დაასაბუთეთ!
დავალება # 2
ყურადღებით წაიკითხეთ ტიციან ტაბიძის ლექსი `სერგეი ესენინს~:
გაუხედნავი კვიცი იყავი
და სისხლიანი, როგორც ჩაღატარ.
დარჩები ლექსში გაურიყავი,
ცოდვაა, ამ ლექსს საფლავში გატან.
მოგდევდა სევდა დიდ ტრამალების
და მოატანე დარიალამდე.
სული სულს როგორ დაემალება?!
ჩვენი თვალებიც ცრემლით დალამდენ.
განა შენ დარჩი მარტო ცოცხალი,
რომ გადარჩენა არ გხარებია?..
ვინ დაითვალოს ცრემლის კურცხალი,
სირცხვილი, რაც გულს გაჰკარებია?..
გდიოდა ლექსი შენ, როგორც სისხლი, _
მოურჩენელი გულის იარა.
თავის სიკვდილით თავს ვერ დაიხსნი
და სისხლი მხოლოდ სისხლს ეზიარა.
გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში
ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო.
ყინვას გაჰქონდა გარეთ კაშკაში,
სიკვდილმა ხელი მაგრად ჩაგავლო.
არ გამოცვლილა ხომ პოეზია _
მუზები ცისკრის კარებს აღებენ,
მხოლოდ ჩვენ სხვა დრო წამოგვეწია,
ჩვენც ალბათ სადმე ჩაგვაძაღლებენ.
და გულში სტირის შენი ანდერძი:
სადღეგრძელოში გვახსოვდე მარად.
წითელ ღვინოში _ შენ პურის კერძი
წამოიზრდები სისხლის ტომარად.
ღმერთი და სჯული... არა ვართ შორი,
მონღოლის სისხლი გვიდუღს ორთავეს,
სული დააპეს და მერე მძორი...
მძორიც ძერებმა გამოათავეს.
ასე უჭირდა ალბათ ამირანს,
რომ დაულეწეს ჩვენსავით მკერდი...
შევსვამთ საწამლავს... ჩვენ როგორც მირონს _
პირველად შენ სთქვი ეს ალავერდი.
ჩოფურაშვილთან ვიყავით წუხელ,
შენზე ღრიალით გასკდა არღანი.
საკუთარ ძმასაც ვეღარ გავუმხელ,
რაც ჩაკირულა გულში ბალღამი...
სამწუხაროა ყველა ესენი
და უფრო მწარე კიდევ ის არი,
11
ლამაზო ბიჭო! სერგეი ესენინ!
ცოცხალს არ გესმის ეს საფიცარი!..
ამხანაგებო, თუ ღრმა ღელეში
ჩვენი თავებიც სადმე დაგორდეს,
ყველამ იცოდეს _ სხვა პოეტებში
ესენინ ჰყავდა ძმად ცისფერ ორდენს!..
ა) წაკითხულის გააზრება:
დავალების შესასრულებლად ყურადღებით გაეცანით ტექსტს. კითხვებზე პასუხების გაცემა
მაშინ დაიწყეთ, როდესაც ტექსტის შინაარსი მთლიანად გასაგები იქნება. მოცემული სამ-სამი
პასუხიდან აირჩიეთ მხოლოდ ერთი და შემოხაზეთ. მონიშნული პასუხი გადაიტანეთ პასუხების
ფურცელში ამგვარად: პასუხის შესაბამის უჯრედში გააკეთეთ აღნიშვნა _ X.
უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
(1) 13. ტროპული მეტყველების რომელ სახეს იყენებს ავტორი პირველი სტროფის მეორე სტრიქონში?
ა) შედარებას. ბ) გაპიროვნებას. გ) ჰიპერბოლას.
(1) 14. რომელი სტრიქონი გამოხატავს ესენინის სულიერ მდგომარეობას საქართველოში მისი
ჩამოსვლის მომენტში?
ა) `სული სულს როგორ დაემალება?!~
ბ) `მოგდევდა სევდა დიდ ტრამალების~.
გ) `ცოდვაა, ამ ლექსს საფლავში გატან~.
(1) 15. რა არის მესამე სტროფის მთავარი სათქმელი?
ა) ტიციანიც ისევე ცდილობდა თავის მოკვლას, როგორც ესენინი.
ბ) ტიციანიც ისევე ცდილობდა სამშობლოდან გაქცევას, როგორც ესენინი.
გ) ტიციანიც ისეთივე ტრაგიკული პიროვნება იყო, როგორიც _ ესენინი.
(1) 16. როგორ იქმნებოდა, ტიციანის აზრით, ესენინის პოეზია?
ა) დიდი ტანჯვის შედეგად. ბ) დიდი კომპრომისების შედეგად.
გ) დიდი განსჯის შედეგად.
(1) 17. რომელი სტრიქონი გამოხატავს ავტორის თვალსაზრისს, რომ ესენინის დაღუპვა თვითმკვლელობაზე
მეტად მკვლელობას ჰგავს?
ა) `თავის სიკვდილით თავს ვერ დაიხსნი~.
ბ) `სიკვდილმა ხელი მაგრად ჩაგავლო~.
გ) `ჩვენც ალბათ სადმე ჩაგვაძაღლებენ~.
(1) 18. რა ფუნქცია აკისრია ლექსის მთლიან კონტექსტში სიტყვებს: `სული დააპეს და მერე
მძორი... მძორიც ძერებმა გამოათავეს~?
ა) დაანახვოს მკითხველს, რომ დიქტატურა ანადგურებს ტრადიციულ ღირებულებებს.
ბ) დაანახვოს მკითხველს, რომ დიქტატურა ანადგურებს თავისუფლებისმოყვარე პოეტებს.
გ) დაანახვოს მკითხველს, რომ დიქტატურა ანადგურებს ყველა ხელოვანს.
(1) 19. ავტორის რა განცდაა გამოხატული სტროფში, რომელიც იწყება სიტყვებით: `ჩოფურა-
შვილთან ვიყავით წუხელ...~?
ა) იმედგაცრუება. ბ) სასოწარკვეთა. გ) სინანული.
(1) 20. რა არის უკანასკნელი სტროფის მთავარი სათქმელი?
ა) ცისფერყანწელებს ეამაყებათ ესენინთან მეგობრობა.
ბ) ცისფერყანწელებს გარდაუვალი დაღუპვა ელით.
გ) ცისფერყანწელები არასდროს შეურიგდებიან ბედს.
(1) 21. რა აახლოებს ერთმანეთთან სერგეი ესენინსა და ტიციან ტაბიძეს?
ა) ისინი ერთნაირ პოეტურ სახეებს იყენებენ.
ბ) ისინი ერთნაირად ებრძვიან ხელისუფლებას.
გ) ისინი ერთნაირად განწირულები არიან.
12
ბ) წერითი დავალება:
წერითი დავალების ინსტრუქცია:
ყურადღებით გაეცანით დავალების პირობას.
თუ ნაშრომი დავალებას არ უპასუხებს, მოცემული ტექსტის პერიფრაზია, არ არის შესრულებული
არც ერთი მითითება ან მოცემული ტექსტი მთლიანობაში არაადეკვატურადაა გაგებული,
ანდა ენობრივად იმდენად გაუმართავია, რომ აზრის გაგება ჭირს, დაიწერება 0 ქულა
და ნაწერი აღარ გასწორდება.
ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს გასაგები (გარკვეული) ხელწერით. ის მონაკვეთები, რომელთა
ამოკითხვაც გაძნელდება, არ გასწორდება და თხზულების შეფასებისას მხედველობაში
არ იქნება მიღებული.
ორივე წერით დავალებას თან ახლავს სამ-სამი მითითება. ამ მითითებებს უნდა უპასუხოთ
ისე, რომ თხზულება აზრობრივად ერთიანი, მთლიანი გამოვიდეს და არ იყოს კითხვებზე ცალცალკე
გაცემული პასუხების მექანიკური ჯამი ან მოცემული ტექსტის პერიფრაზი (თუნდაც
მთელი თხზულების შინაარსის გადმოცემა). გაითვალისწინეთ, რომ დავალების მითითება შესრულებულად
არ ჩაითვლება, თუ მასზე მხოლოდ ერთი-ორი წინადადებით იქნება პასუხი გაცემული.
ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი ნათლად, მკაფიოდ, დეტალურად და დასაბუთებულად. ნაშრომი
შეფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად ჩანს მასში არგუმენტირებისა (მაგალითებით საკუ-
თარი მოსაზრებების დასაბუთების) და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი და არა იმის მიხედვით,
ემთხვევა თუ არა თქვენი პოზიცია საყოველთაოდ აღიარებულ თვალსაზრისს. მსჯელობა
უნდა იყოს ლოგიკურად გამართული და აბზაცებით დანაწევრებული; უნდა დაიცვათ
სალიტერატურო ენის ნორმები.
ტესტში დატოვებულია ფურცლები შავი სამუშაოსათვის, რომელიც არ სწორდება (სურვილის
მიხედვით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ან არ გამოიყენოთ ისინი).
პასუხების ფურცელში დაშვებული შეცდომა გადახაზეთ და ნუ დაჯღაბნით.
წერითი დავალების მაქსიმალური ქულაა 24.
გააანალიზეთ ლექსი შემდეგი მითითებების მიხედვით:
• იმსჯელეთ, როგორ იხატება რუსი პოეტის სახე ამ ლექსში;
• იმსჯელეთ, როგორ იხატება ესენინისა და ქართველი პოეტების ურთიერთობა ამ ლექსში
(ყურადღება მიაქციეთ კონკრეტული მოგონების გამომხატველ სტროფსაც და სტრიქონსაც
_ `სული სულს როგორ დაემალება?!~);
• იმსჯელეთ, რა არის ამ ტექსტის მთავარი სათქმელი და რა საშუალებებითაა მიღწეული
მხატვრული ეფექტი.
თქვენი თვალსაზრისი დაასაბუთეთ!
შეფასების სქემა
I. ქართული ენა
(4) 1.
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ
1.
2.
3.
4.
(4) 2.
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ
1.
2.
3.
4.
(10) 3. I II
შეცდ. უშეცდ.
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
(14) 4. ფირუზი ძვირფასი ქვაა, (1) რომელიც ადვილად მუშავდება. ძველ ეგვიპტეში მას წმინდა
ქვად თვლიდნენ(2). ფირუზის ბეჭდის(3) ტარება მხოლოდ ფარაონებს შეეძლოთ. ინდიელთა
უძველეს სამარხებს დღემდე შემოუნახავს(4) ამ ქვით შემკული მრავალი საგანი(5). როგორც
ჩანს, ფირუზი მათთვის უმნიშვნელოვანესი (ძალზე მნიშვნელოვანი)(6) სიმბოლო იყო. დღეს
ამზადებენ(7) ხელოვნური ფირუზს, (8) რომელსაც ბუნებრივისაგან ძნელად ასხვავებენ
(განასხვავებენ).(9)
ჩვენში ამ ქვას მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია აქვს, (10) რადგან(11) ევროპული
კულტურის დამკვიდრებამ ფირუზის სიმბოლური მნიშვნელობა თანდათან დაჩრდილა.
5. შეფასების კრიტერიუმები
მაქსიმალური ქულაა _ 8.
I. კრიტერიუმი
# ტექსტის ორგანიზება ქულები
1. ტექსტი ადეკვატურადაა ორგანიზებული და პასუხი გაცემულია ორივე
მითითებაზე.
2
2. ტექსტი ადეკვატურადაა ორგანიზებული, მაგრამ პასუხი გაცემულია მხოლოდ
1 მითითებაზე ან ტექსტი ნაწილობრივ ადეკვატურადაა ორგანიზებული
და პასუხი გაცემულია ორივე მითითებაზე.
1
3. ტექსტი ნაწილობრივ ადეკვატურადაა ორგანიზებული და პასუხი
გაცემულია მხოლოდ ერთ მითითებაზე ან დავალება არაადეკვატურადაა
გაგებული.
0
ნაწერი არ
სწორდება
II. კრიტერიუმი
# დასაბუთება ქულები
1. კარგად არის დასაბუთებული ორივე მითითება. 2
2. კარგად არის დასაბუთებული ერთი მითითება და მეორე _ ნაწილობრივ. 1
3. ნაწილობრივ არის დასაბუთებული ორივე მითითება. 0
III. კრიტერიუმი
# ლექსიკა და სტილი ქულები
1. ნაშრომში აზრი ენობრივად (ლექსიკურად) ზუსტად და მკაფიოდაა გამოხატული,
შერჩეულია დასმული ამოცანის შესაფერისი სტილი, გვხვდება სტილისტური
ხარვეზები.
1
2. ნაშრომში აზრი გასაგებია, მაგრამ ლექსიკა მწირია და ტექსტი სტილისტურად
გაუმართავია.
0
IV. კრიტერიუმი
# მორფოლოგია, ორთოგრაფია, სინტაქსი ქულები
1. არ არის დაშვებული ორზე მეტი შეცდომა. 2
2. არ არის დაშვებული ხუთზე მეტი შეცდომა. 1
3. დაშვებულია ხუთზე მეტი შეცდომა. 0
V. კრიტერიუმი
# პუნქტუაცია ქულები
1. არ არის დაშვებული ორზე მეტი შეცდომა. 1
2. დაშვებულია ორზე მეტი შეცდომა. 0
II. ქართული ლიტერატურა
6. ავტორი იმის გამო ადარებს დედოფალს `ვინმე შეურაცხთაგანს~, რომ შუშანიკი ფეხშიშველი
და თავშიშველი მოჰყავდათ. ის, რომ `ვერავინ იკადრა თავსა მისსა დაბურვად~ განაპირობა
ვარსქენ პიტიახშის შიშმა (იმან, რომ ამხედრებული ვარსქენი უკან მოჰყვებოდა დედოფალს).
ხალხის მწუხარების ჩვენებით ავტორს იმის თქმა სურს, რომ ხალხი თანაუგრძნობდა
დედოფალს. ამ მონაკვეთის მიხედვით, ვარსქენი მიზნად ისახავს დედოფლის დამცირებას
(ტანჯვას, გვემას; ხალხის დაშინებას...).
1. ფეხშიშველი და თავშიშველი იყო -------------------------------------------------------------------------------------------1
2. შიშმა --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------1
3. ხალხი თანაუგრძნობდა დედოფალს ----------------------------------------------------------------------------------------1
4. მეუღლის დამცირების (შეურაცხყოფის...) ---------------------------------------------------------------------------------1
7. სანამ მეფის გადაწყვეტილებას შეიტყობდა, ტარიელმა გაიფიქრა, მე ვერ დავუშლი (ამ საქმის
დაშლა შეუძლებელია...). მეფე-დედოფალს რომ `პირველვე დაესკვნა~, ტარიელს იმან მიახვედრა,
რომ ისინი საუბრისას ერთმანეთს გადახედავდნენ ხოლმე (წინასწარვე შეთანხმებულნი რომ
იყვნენ მეფე და დედოფალი იმაზე ეტყობოდათ, რომ ლაპარაკისას ერთმანეთს უყურებდნენ). ამ
მონაკვეთში ჩანს, რომ ტარიელი თავზარდაცემულია (განადგურებულია, სასოწარკვეთილია...).
ნესტანი ტარიელს თათბირის შემდეგ ინდოეთიდან გაძევებით (მოკვლით, სიკვდილით დასჯით...)
დაემუქრა.
1. დაშლა არ გამოვა --------------------------------------------------------------------------------------------------------------------1
2. ერთმანეთს გადახედავდნენ ხოლმე ------------------------------------------------------------------------------------------1
3. სასოწარკვეთა --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------1
4. მოკვლით (ინდოეთიდან გაძევებით) -----------------------------------------------------------------------------------------1
8. დავითი მდევარმა იმიტომ ვერ შეიპყრო, რომ იგი სამი დღე ჩაწოლილი იმალებოდა (ბუჩქებში
იმალებოდა, მხოლოდ ღამღამობით დადიოდა). მეორე სტრიქონში დასახელებული კონკრეტული
დეტალებით ავტორს სურს გამოხატოს აზრი, რომ მას ძალზე შიოდა (ძალიან უჭირდა...).
დავითი მდევარს გაურბოდა (ტყვეობიდან თავის დაღწევას ცდილობდა...).
1. სამი დღე იწვა -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------1
2. უჭირდა (შიოდა) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------1
3. ტყვეობიდან თავის დახსნა ------------------------------------------------------------------------------------------------------1
9. ეპითეტი `წრფელი~ მიემართება ყმაწვილკაცობის დროს (ახალგაზრდობას, სიყმაწვილეს...).
ავტორის ემოციური დამოკიდებულება იდუმალი ხმის მიმართ ვლინდება სტრიქონში: `სულ
ერთსა მიწვრთნის გულისა ჭირად~. იდუმალი ხმა ავტორს მიზნად უსახავს ცხოვრებაში
საკუთარი ადგილის (ბედის, ხვედრის) პოვნას (მოძებნას...). ეს ტექსტი მიეკუთვნება რომანტიზმს.
1. დროს (ახალგაზრდობას) ----------------------------------------------------------------------------------------------------------1
2. `სულ ერთსა მიწვრთნის გულისა ჭირად~ -------------------------------------------------------------------------------1
3. იპოვოს საკუთარი ბედი (ადგილი ცხოვრებაში...) ---------------------------------------------------------------------1
4. რომანტიზმი -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------1
10. სიტყვებში _ `წიგნშია და არა საქმეში, ენაზეა და არა გულში~ _ არჩილი გულისხმობს,
რომ სიტყვა და საქმე დაშორებულია (მათი პრინციპები ცარიელი სიტყვებია და რეალობაში არ
ხორციელდება; სიტყვით გაცხადებული პრინციპები არ ემთხვევა რეალურ ქმედებებს...). არჩილის
სიტყვით, კესო იმის გამო ვერ შეიყვარებდა გიორგის, რომ იგი `გლეხკაცი იყო~ (თავადი არ
იყო...). კესოს გარდა, არჩილის საყვედური მთელ საზოგადოებას (თავად არჩილს;
თავადაზნაურობას...) მიემართება. არჩილი მსჯელობს ხიდჩატეხილობის (გაუცხოების, წოდებათა
შორის წარმოშობილი გაუგებრობის შესახებ...).
1. ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ -----------------------------------------------------------------------------------------1
2. გლეხი იყო -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------1
3. მთელ საზოგადოებას ---------------------------------------------------------------------------------------------------------------1
4. ხიდჩატეხილობის (გაუცხოების...) ---------------------------------------------------------------------------------------------1
წერითი დავალების შეფასების კრიტერიუმები
წერითი დავალების მაქსიმალური ქულაა 24. უპირველეს ყოვლისა, გამსწორებელმა უნდა
განსაზღვროს, უპასუხებს თუ არა ნაწერი მოცემულ დავალებას.
თუ აბიტურიენტის ნაშრომი დავალებას არ უპასუხებს, მოცემული ტექსტის პერიფრაზია,
არ არის შესრულებული არც ერთი მითითება, ან ტექსტი მთლიანობაში არაადეკვატურადაა
გაგებული, ანდა ენობრივად იმდენად გაუმართავია, რომ აზრის გაგება ჭირს, დაიწერება 0
ქულა და ნაწერი აღარ გასწორდება.
I კრიტერიუმი
# დავალების ადეკვატურად გაგება და გააზრება
ქულები
1.
დავალების პირობა ადეკვატურადაა გაგებული, ტექსტი ღრმადაა გააზრებული,
ნაშრომში იგრძნობა ავტორის უმთავრესი სათქმელისა და ემოციური
მიზანდასახულობის წვდომა.
4
2. დავალების პირობა და ტექსტი ადეკვატურადაა გაგებული. 3
3.
დავალების პირობა და ტექსტი მთლიანობაში ადეკვატურადაა გაგებული
და გააზრებული, თუმცა ერთ შემთხვევაში შეინიშნება დავალების პირობის
ან/და ტექსტის არაადეკვატური გაგება.
2
4.
ერთზე მეტ შემთხვევებში დავალების პირობა ან/და ტექსტი არაადეკვატურადაა
გაგებული.
1
5.
ტექსტი მთლიანობაში არაადეკვატურადაა გაგებული.
0
ნაწერი
აღარ
სწორდება
II კრიტერიუმი
# ნაშრომის აგება
ქულები
1.
ნაშრომი უპასუხებს სამივე მითითებას და კარგადაა ორგანიზებული, მონაკვეთები
თანამიმდევრულად და ლოგიკურად ენაცვლება ერთმანეთს, აბზაცები
სწორადაა გამოყოფილი. დავალების მითითება შესრულებულად არ
ჩაითვლება, თუ პასუხი მხოლოდ ერთი-ორი წინადადებით იქნება გაცემული.
3
2.
ნაშრომი უპასუხებს ორ მითითებას და კარგადაა ორგანიზებული, მონაკვე-
თები თანამიმდევრულად და ლოგიკურად ენაცვლება ერთმანეთს, აბზაცები
სწორადაა გამოყოფილი; ან ნაშრომი უპასუხებს სამ მითითებას, თუმცა ნაწილობრივ
დარღვეულია ტექსტის ლოგიკა ან/და ზოგან აბზაცები არასწორადაა
გამოყოფილი.
2
3.
ნაშრომი უპასუხებს ორ მითითებას, თუმცა ნაწილობრივ დარღვეულია
ტექსტის ლოგიკა ან/და ზოგან აბზაცები არასწორადაა გამოყოფილი; ან
ნაშრომი უპასუხებს ერთ მითითებას და კარგადაა ორგანიზებული, მონაკვე-
თები თანამიმდევრულად და ლოგიკურად ენაცვლება ერთმანეთს, აბზაცები
სწორადაა გამოყოფილი.
1
4.
ნაშრომი უპასუხებს ერთ მითითებას, თუმცა ნაწილობრივ დარღვეულია
ტექსტის ლოგიკა ან/და ზოგან აბზაცები არასწორადაა გამოყოფილი.
0
III კრიტერიუმი
# მოსაზრებების არგუმენტირება და ადეკვატური ციტირება
ქულები
1.
მსჯელობა სამივე მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები
გამყარებულია ტექსტური მასალით.
6
2.
მსჯელობა ორი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია
ტექსტური მასალით, ხოლო მესამე მითითებაზე მსჯელობისას
არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური
მასალით.
5
3.
მსჯელობა ორი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები
გამყარებულია ტექსტური მასალით, ხოლო მესამე მითითება საერთოდ არ
არის შესრულებული (პერიფრაზია ან მსჯელობა ორიოდე წინადადებითაა
გადმოცემული).
4
4.
მსჯელობა ერთი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები
გამყარებულია ტექსტური მასალით, ხოლო ორ მითითებაზე მსჯელობისას
არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური
მასალით.
3
5.
მსჯელობა ერთი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები
გამყარებულია ტექსტური მასალით, მეორე მითითების მიხედვით მსჯელობისას
არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური
მასალით, ხოლო მესამე მითითება საერთოდ არ არის შესრულებული
(პერიფრაზია ან მსჯელობა ორიოდე წინადადებითაა გადმოცემული).
2
6.
სამივე მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია
და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით.
1
7.
ორი მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია
და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით, ხოლო მესამე მითითება
საერთოდ არ არის შესრულებული; ან მსჯელობა ერთი მითითების მიხედვით
დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით,
ხოლო დანარჩენი მითითებები საერთოდ არ არის შესრულებული; ანდა ერ-
თი მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია
და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით, ხოლო დანარჩენი მითი-
თებები საერთოდ არ არის შესრულებული.
0
IV კრიტერიუმი
# ტექსტის მხატვრული თავისებურებები
ქულები
1.
ნაშრომში გამოყოფილია ტექსტის მხატვრული თავისებურებები და მსჯელობა
დასაბუთებულია კონკრეტული მაგალითებით.
2
2.
ნაშრომში გამოყოფილია ტექსტის მხატვრული თავისებურებები, მაგრამ
მსჯელობა არ არის დასაბუთებული კონკრეტულ მაგალითებით.
1
3. ნაშრომში არ არის გამოყოფილი ტექსტის მხატვრული თავისებურებები.
0
V კრიტერიუმი
# დამოუკიდებელი აზროვნება და ზოგადი განათლება
ქულები
1.
ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების
უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა და ზოგადი
განათლება.
3
2.
ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების
უნარი, თუმცა მკაფიოდ გამოვლინდა აბიტურიენტის ზოგადი განათლება;
ანდა ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი
აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა,
თუმცა ნაწილობრივ გამოვლინდა აბიტურიენტის ზოგადი განათლება.
2
3.
ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა აბიტურიენტის ზოგადი განათლებაც
და დამოუკიდებელი აზროვნების უნარიც; ან არ გამოვლინდა აბიტურიენტის
დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, თუმცა ნაწილობრივ გამოვლინდა
აბიტურიენტის ზოგადი განათლება; ანდა ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა
აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, მაგრამ არ გამოვლინდა
აბიტურიენტის ზოგადი განათლება.
1
4.
ნაშრომში არ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების
უნარი, აგრეთვე არ გამოვლინდა აბიტურიენტის ზოგადი განათლება.
0
VI კრიტერიუმი
# ლექსიკა და სტილი
ქულები
1.
ნაშრომში აზრი ენობრივად (ლექსიკურად) ზუსტად და მკაფიოდაა გამოხატული,
შერჩეულია დასმული ამოცანის შესაფერისი სტილი, აგრეთვე დაცულია
ნაშრომის სტილისტური ერთგვაროვნება, გვხვდება ორიოდე სტილისტური
ხარვეზი.
2
2.
ნაშრომში აზრი გასაგებია, მაგრამ ლექსიკა მწირია, გვხვდება რამდენიმე
სტილისტური ხარვეზი.
1
3. თხზულება სტილისტურად გაუმართავია.
0
VII კრიტერიუმი
# სინტაქსური კონსტრუქციები ქულები
1. ნაშრომში დაშვებულია ერთი სინტაქსური შეცდომა.
2
2. ნაშრომში დაშვებულია ორი სინტაქსური შეცდომა.
1
3. ნაშრომში დაშვებულია ორზე მეტი სინტაქსური შეცდომა.
0
VIII კრიტერიუმი
# მორფოლოგია, ორთოგრაფია და პუნქტუაცია
ქულები
1. არ არის ოთხზე მეტი ამ ტიპის შეცდომა.
2
2. არ არის ცხრაზე მეტი ამ ტიპის შეცდომა.
1
3. დაშვებულია ცხრაზე მეტი ამ ტიპის შეცდომა.
0
11. მუცალის შეფასება მოცემულია სტრიქონში: `კაის ყმის მარჯვენა არი~. ალუდას ხევსურთა
წყრომამ უბიძგა მიეღო გადაწყვეტილება: როდესაც მოვკლავ, მტერს მარჯვენას აღარ მოვაჭრი.
ხევსურთა კატეგორიული მოთხოვნა ეყრდნობა უძველეს ადათს (ტრადიციას, მკლავის მოკვეთის
წესს...). როდესაც ალუდა უწოდებს ხევსურთა სამართალს `მონათლულს ცოდვა-ბრალითა~,
იგულისხმება, რომ ხევსურთა ადათი (ტრადიცია, წესი...) უზნეოა (უსამართლოა, ამორალურია...).
1. `კაის ყმის მარჯვენა არი~ -------------------------------------------------------------------------------------------------------1
2. მტერს მარჯვენას აღარ მოვაჭრიო ------------------------------------------------------------------------------------------1
3. ადათს -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------1
4. ეს ტრადიცია მიუღებელია -------------------------------------------------------------------------------------------------------1
12. გადატანითი მნიშვნელობით მზის ამოსვლა იგულისხმება სიტყვებში: `ცა დღის თვალს
გაახელს~. სიტყვებში _ `დიდი დაძინების ხახა~ _ იგულისხმება სიკვდილი (უფსკრული).
ფრაზით _ `ბელადის სიტყვებს ცხელი ხიფათის სუნი აუვიდა~ _ გამოიხატება იგის შეშფოთება
(შიში, თავზარდაცემა...). ის, `რომ ქვეყნად რაღაც ახალი გაჩნდა~ გამოიწვია ბელადის
გადაწყვეტილებამ იგის დასჯის შესახებ.
1. `ცა დღის თვალს გაახელს~ ----------------------------------------------------------------------------------------------------1
2. სიკვდილი -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------1
3. შეშფოთება (შიში...) -----------------------------------------------------------------------------------------------------------------1
4. იგი უნდა დასჯილიყო -------------------------------------------------------------------------------------------------------------1
III. წაკითხულის გააზრება (#1 და #2 დავალებები)
13. ა) ---------------1ქ.
18. ბ) --------------1ქ.
14. ბ) --------------1ქ.
19. ბ) --------------1ქ.
15. გ) --------------1ქ.
20. ა) --------------1ქ.
16. ა) --------------1ქ.
21. გ) --------------1ქ.

17. გ) --------------1ქ.

წყარო: http://naec.ge

No comments:

Post a Comment

Post a Comment